საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოთარ ჩხეიძის სახელობის ნოველებისა და ესეების კონკურსი

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „კრიტიკისა და მხატვრული შემოქმედების“ ლექცია-სემინარების კურსის ფარგლებში  აცხადებს ქართველი მწერლისა და ლიტერატურათმცოდნის − ოთარ ჩხეიძის სახელობის ნოველებისა და ესეების კონკურსს.

 

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ნოველები და კრიტიკულ-ესთეტიკური ესეები გამოვლინდება ჟიურის მიერ და დაიბეჭდება „პირველ სხივის“  ფურცლებზე.  

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 30 წლამდე ახალგაზრდებს.

საკონკურსო განაცხადის (ნოველისა ან ესეს)  გამოგზავნა შესაძლებელია 2023 წლის 31 მაისამდე, ელ. ფოსტაზე: liatsereteli1@gmail.com

გამარჯვებულების გამოვლენის თარიღი: 2023 წლის  15 ივნისი.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში.

 

თარიღი: 10/04/2023